რომელი ნათურები ავიღო – LED, HPS/MH, თუ CFL?

You are here:
< Back

ჩვენი რჩევაა, გამოიყენოთ ის ნათურები, რომელზეც ფინანსურად ხელი მიგიწვდებათ. სამივე ტიპის განათების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიიღოთ შესანიშნავი შედეგი. როგორც ყოველთვის, სამივეს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ქვემოთ იხილეთ თითოეული ნათურის შეფასება:

LED

  • ელექტროენერგიის მოხმარება HPS/MH ნათურებთან შედარებით დაბალია;
  • მინიმალურ სითბოს გამოჰყოფს;
  • როგორც წესი, ფასი უფრო დაბალია, ანალოგიური ნათების HPS/MH ნათურებთან შედარებით.

HPS/MH (სოდიუმი/მეტალჰალიდი)

  •  სინათლის სპექტრი მიახლოებულია მზის სინათლესთან – ამ მიზეზით ამ ნათურებს ბევრი გროუერი იყენებს;
  • გამოჰყოფს ძალიან ბევრ სითბოს, ამიტომ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ზედმეტი სითბოს მოშორებაზე;
  • თუ მცენარეს შიგნით ზრდით, ცივ თვეებში დამატებითი გათბობა, სავარაუდოდ, არ დაგჭირდებათ;
  • საკმაოდ ძვირია და საჭიროებს ბევრ კომპონენტს: ნათურების განსაკუთრებული ბუდეები, ბალასტი, სტარტერი. თვითონ ნათურებიც საკმაოდ ძვირია.

CFL (ლუმინესცენტური დღის ნათების ნათურები)

  • ყველაზე ეკონომიური როგორც ელექტოენერგიის ხარჯის, ასევე თვითღირებულების თვალსაზრისით – სხვა ვარიანტებთან შედარებით, ყველაზე იაფია;
  • სინათლის სპექტრი ხელოვნურია და მზის სინათლესთან მისამსგავსებლად დაგჭირდებათ მინიმუმ 2 ნათურა (6000-6500k და 2700-3000k).
Previous რა არის ფოტოსინთეზი?
Next სახლში/ყუთში ვზრდი და რამდენი საათი უნდა იყოს სანათი ჩართული?
Table of Contents

კალათა